პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს matareblisbiletebi.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა matareblisbiletebi.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ matareblisbiletebi.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.
ვინ ვართ ჩვენ?
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები matareblisbiletebi.ge-ზე (შემდგომში „ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნიშნავს შპს ლაიონსჰაბის (ს/კ: 446978272) (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ matareblisbiletebi.ge-ს („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
matareblisbiletebi.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა: თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი); მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა; თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
matareblisbiletebi.ge უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების თანმიმდევრული და მაღალი ხარისხით დაცვასა და უსაფრთხოებას.
თქვენს მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების მიზნის მისაღწევად. თუ თქვენ აღარ ხართ matareblisbiletebi.ge-ს მომხმარებელი, თქვენი მონაცემები შეინახება პოლიტიკის, კანონით და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებული მიზნების შესაბამისად.
ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?
საჭიროების შემთხვევაში, მონაცემების დამუშავების საფუძვლების არსებობისას, კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად თქვენი პერსონალური მონაცემები შეგვიძლია გავუზიაროთ matareblisbiletebi.ge ჯგუფს და ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა პირებს:
თქვენს კანონიერ წარმომადგენელს;
სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებელს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ორგანოებს;
მესამე მხარეებს, ვისთვისაც გვთხოვთ (ან ნებას გვრთავთ) თქვენი მონაცემების გაზიარებას;
მესამე მხარეებს, ვისთვისაც ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია თქვენს მიერ მოთხოვნილი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად;
მომსახურების პროვაიდერებს - კომპანიებს, რომლებიც გვიწევენ მომსახურებას ან გასწევენ მომსახურებას ჩვენი სახელით;
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე პირს.
რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?
ჩვენსა და მომხმარებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებით: მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის;
ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;
თქვენ მიერ ჩვენი პროდუქტებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
ჩვენ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით მომხმარებლების ქცევის მონიტორინგისთვის;
ჩვენი ბრენდების, პროდუქტების და სერვისების განვითარებისთვის/ გაუმჯობესებისთვის;
ახალ პროდუქტების, სისტემების ან სერვისების დასატესტად;
ხარისხიანი პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებისთვის;
თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
ჩვენი სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;
ჩვენი და ჩვენი მომხმარებლების რისკების მართვისთვის;
ხელშეკრულებებით და კონტრაქტებით გათვალისწინებული ჩვენი უფლებების განხორციელებისთვის;
ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად;
სხვა ლეგიტიმური მიზნებით.
რა სახის მონაცემების ვამუშავებთ?
თქვენს შესახებ ინფორმაცია და მონაცემები (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვემოთ მოცემული მოცულობის ინფორმაციის შეგროვება/შენახვა/გამოყენება/დამუშავება ჩვენ მიერ სავალდებულო არ არის. matareblisbiletebi.ge იტოვებს უფლებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვადასხვა მიზნით, კონკრეტულ შემთხვევებში საჭიროებისამებრ შეაგროვოს/შეინახოს/გამოიყენოს/დაამუშაოს მონაცემები), რომელთა შეგროვებაც, შენახვა, გამოყენება და დამუშავებაც შეგვიძლია, შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს შემდეგი მონაცემებით:
პერსონალური მონაცემები:
ანალიტიკური ინფორმაცია : ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ ინფორმაცია თქვენს მიერ სერვისების გამოყენების თაობაზე, როგორიცაა აპლიკაციების გამოყენება, ფაილების ძიება, მომხმარებლის აქტიურობა (მაგ. ნანახი გვერდები, კონკრეტულ გვერდზე დახარჯული დრო, ონლაინ გვერდების დათვალიერება, დაწკაპუნებები, ქმედებები და ა.შ.) დროის მარკები, შეტყობინებები და ა.შ. ინფორმაცია შეგროვება ხდება ინციდენტების აღმოფხვრის მიზნით, ასევე თქვენს მიერ სერვისების გამოყენების შესახებ კვლევისა და ანალიზის მიზნებისთვის.
მზა ჩანაწერები ( Cookies) : ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და გაუმჯობესების მიზნით. მზა ჩანაწერებს ვაგროვებთ თქვენთვის ჩვენს ვებ-გვერდებსა და სხვა დისტანციურ პლატფორმებზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნით.
ცვლილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში
დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შეცვლა. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე და მივუთითებთ წინამდებარე პოლიტიკის ცვლილების თარიღს. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ პერიოდულად ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
გამოყენების პირობები
თქვენს მიერ ჩვენი გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
თქვენი ვალდებულებები
მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენს შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
ონლაინ უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
თქვენ უფლება გაქვთ:
მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;
მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:
სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;
მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;
ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;
წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;
თქვენი უფლებების შეზღუდვა:
თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
სატელეფონო / ვიდეო ზარები
ჩვენს მხარდაჭერის ოფისში შემავალი და გამომავალი სატელეფონო ზარები იწერება მომსახურების გაუმჯობესების, სწავლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ სერვისებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობთ.
კავშირი ჩვენთან
დაგვიკავშირდით [email protected]-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ბოლო განახლება: 12 დეკემბერი, 2023 წელი.